Saturday, 5 March 2016

მეეცხრე დღის რეფლექსია

ბოლომდე განვიხილეთ პროექტის გეგმა, შევიტანეთ შესწორებები სადაც საჭირო იყო. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრი აღნიშნული საკითხის ირგვლივ. გამზადებული მასალა ავტვირთეთ დისკზე. მადლობა ტრენერს ნაყოფიერი და გულისხმიერი  მუშაობისთვის.

Sunday, 28 February 2016

მეერვე დღის რეფლექსია

შევისწავლე დროის მენეჯმენტის გამოყენება. წესრიგში მოვიყვანეთ და გავაფორმეთ ბლოგი. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის ტრენინგით.

Saturday, 27 February 2016

მეშვიდე დღის ტრენინგი

განვიხილეთ დიფერენცირებული საკითხი დაწვრილებით, განვიხილეთ მაღალი აკადემიური მოსწრების დასაქმების საკითხი. ასევე განვიხილეთ პროექტისთვის საჭირო მასალების მონიშვნის საკითხი .

Sunday, 21 February 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა. ვისწავლე ვიდეოს გადმოწერა და დისკზე განთავსება. ვისწავლე გრაფიკული რესურსების მომარაგება, ტექსტის გადმოწერა და სასურველ ფაილში ჩასმა, ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მადლობა ტრენერს.

Saturday, 20 February 2016

მეხუთე ტრენინგი

დავასრულეთ შეფასების რუბლიკის შექმნა. განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონზე.

Sunday, 14 February 2016

მეოთხე ტრენინგი

ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის შევსება, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების ჩამოყალიბება.

Saturday, 13 February 2016

მესამე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა, მიზნების და ამოცანების დასახვა სტანდარტის შესაბამისად.

Sunday, 7 February 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

06,02,2016 დავიწყეთ ტრენინგი პროექტების სწავლების შესახებ. ვისწავლე ბროშურის შექმნა, გაფორმება სურათებით, დისკზე შენახვა. ვისწავლე პროექტის შექმნა. ვფიქრობ, რომ ორ დღეში ბევრი რამ ვისწავლე და სიამოვნებით გავაგრძელებ სწავლას.